თავში

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას ხრამში გადაჩეხილი კაცი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას ხრამში გადაჩეხილი კაცი გარდაიცვალა
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას ხრამში გადაჩეხილი კაცი გარდაიცვალა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ცხენთან ერთად ხრამში გადაიჩეხა, დღეს, 2 ივნისს, გარდაიცვალა.

ოჯახის მოთხოვნით, პაციენტი რეანომობილით ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავდათ, რა დროსაც გზაში გული გაუჩერდა. 

ცნობისთვის, 24 მაისს, ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ რეჩხის მკვიდრი 35 წლის გოჩა კორსანტია, შემოვლითი გზით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა.

გოჩა კორსანტიას აფხაზეთიდან პროდუქტებით დატვირთული ცხენი მოჰყავდა ჯვარში, რა დროსაც, სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდაიგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system