თავში

ოპოზიცია პარლამენტში საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს დაარეგისტრირებს

ოპოზიცია პარლამენტში საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს დაარეგისტრირებს
ოპოზიცია პარლამენტში საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს დაარეგისტრირებს

გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებულ ახალ კანონპროექტს, ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს. დარეგისტრირების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად ბიუროს წარედგინება. 

ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, მმართველი გუნდი კი აღნიშნულ ვარიანტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. 

,,გერმანულ მოდელზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საარჩევნო მოდელის ქართული მოდიფიკაცია, რომელიც კონსტიტუციონალისტების, დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მაქსიმალურად გამოხატავს პროპორციული არჩევნების მისწრაფებებს. შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც მოთხოვნილია კონსტიტუციაში. ჩიხიდან გამოსავალი ეს კანონპროექტია" - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს. სახალხო დამცველი პროექტს საერთაშორისო ორგანიზაციას მას შემდეგ გადაუგზავნის, რაც კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდება. 

"ეუთო/ოდირი ითხოვს , რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში , ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე და შემდეგ უკვე სახალხო დამცველი, მე მივმართავ ეუთო/ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და რომელიც იქნება დარეგისტრირებული პარლამენტში" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ოპოზიციამ გერმანულ მოდელზე დაყრდნობით ახალი კანონპროექტი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ორი კანონპროექტი, როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მიერ ინიცირებული, ჩააგდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system