თავში

სად მუშაობდა ყარაჯალელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

სად მუშაობდა ყარაჯალელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა
სად მუშაობდა ყარაჯალელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

63 წლის ქალი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში, დიდუბის ბაზრობაზე მუშაობდა. ამის შესახებ report.ge-სთვის გახდა ცნობილი. 

ქალი თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

როგორც report.ge-ს თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა ზურაბ საჩიშვილმა განუცხადა, პაციენტმა კლინიკას თვითდინებით 22 ივნისს მიმართა. 63 წლის ქალს კორონავირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა.

,,გაიტესტა მაშინვე, რადგან ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, თუმცა არ ჰქონდა გამოხატული ჩვენებებით. მისი მდგომარეობა სრულიად სტაბილური იყო და გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ,,პისიარ" ტესტით დაუდასტურდა დადებითი კოვიდინფექცია, თუმცა, თავიდან გაიტესტება, გადამოწმების მიზნით. ჩემთვის ცნობილია, რომ ყარაჯალაში მუშაობენ ეპიდემიოლოგები და მიდის ამ ქალბატონის კონტაქტების კვლევა", - განაცხადა ზურაბ საჩიშვილმა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადგილობრივი შემთხვევა არ არის და შესაძლოა, ქალი სამუშაო ადგილზე დაინფიცირდა. 

სოფელში უკვე მუშაობს ეპიდემიოლოგთა ჯგუფი წყაროს დასადგენად და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 911 გახდა. შვიდით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 768 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system