თავში

პაატა იმნაძე: 100-კაციანი ქორწილები და ქელეხები შეიძლება შეიზღუდოს

პაატა იმნაძე: 100-კაციანი ქორწილები და ქელეხები შეიძლება შეიზღუდოს
პაატა იმნაძე: 100-კაციანი ქორწილები და ქელეხები შეიძლება შეიზღუდოს

ჩინეთმა აამოქმედა მკაცრი შეზღუდვები და ამიტომ ამარცხებს ეპიდემიას წარმატებით- ეს განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. იმნაძემ აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციის დამძიმების თავიდან ასარიდებლად, შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდეს:

 "უნდა გატარდეს, როგორც სამედიცინო ღონისძიებები, ასევე, მიღებული უნდა იქნას არასამედიცინო ზომებიც. რაღაც ეტაპზე, საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის, პირველ რიგში, 100- კაციანი ქორწილები და ქელეხები. უნდა ვიყოთ მზად, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება, მთავრობამ აკრძალოს. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ იმ ზომამდე, რა ზომაზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა. ამიტომაც, შეზღუდვები არის კარგი თავდაცვის მექანიზმი", განაცხადა პაატა იმნაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობამ  კერძო და საჯარო სტრუქტურებს რეკომენდაციით მიმართა. ხელისუფლება დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system