თავში

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, პირბადის გამოყენება სავალდებულოა.

გარდა ამისა, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იკრძალება კონდიციონერის ჩართვა და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება ექნებათ.

ამასთან, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადამიანების რაოდენობასა და პირბადეების მოხმარებას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრნასპორტის დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.

ცნობისთვის, 8 ივნისიდან მუშაობას დაიწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა, რომლის საუძველზეც, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება აკრძალული იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system