თავში

"პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნება კატასტროფა" - პირადი ექიმი

"პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნება კატასტროფა" - პირადი ექიმი
პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნება კატასტროფა - პირადი ექიმი

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნება კატასტროფა, მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის სრული იზოლაცია ცუდია.

"სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის, ასე არ შეიძლება.

მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ დღეში ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს. 

ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა გუშინდელს შემდეგ, რეფიდინგის პროცესი მიდის კარგად. მაგრამ კიდევ არის უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს ხანში, ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ფსიქოლოგების კონსულტაცია აუცილებელია, იმედია, ხვალ მაინც შევლენ ცენტრ "ემპათიას" ექიმები", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შიმშილობის 50 დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system