თავში

პრეზიდენტი იუნესკო-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება

პრეზიდენტი იუნესკო-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება
პრეზიდენტი იუნესკო-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება

აბსოლუტურად ღირსეული შენამატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას .

„გასულ წელს ამ ულამაზესი და უნიკალური ეკოსისტემის მონახულება უდიდესი გამოცდილება იყო. საქართველოს სიმდიდრის ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა აღმოვაჩინოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, -წერს პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.

საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system