თავში

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მდგომარეობა სტაბილურია
ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ცენტრში, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაცის ჯანნმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა report.ge-ს განუცხადა.საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„დაჭრილებიდან ერთ-ერთს ოპერაცია ჩაუტრარდა, მეორესთან მიმართებით კი ამის საჭიროება არ იყო. ორივეს მდგომარეობა არის სტაბილური და დაკამაყოფილებელი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“- განაცხადა „მე-9 საავადმყოფოს“ გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა.

სისხლიანი გარჩევა ვაკეში, გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვის მცდელობას, რასაც ჩხუბი, შემდეგ კი გასროლა მოჰყვა. დაიჭრა ჩხუბში მონაწილე ორი მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system