თავში

ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები-დაპირისპირების მიზეზი ფული გახდა

ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები-დაპირისპირების მიზეზი ფული გახდა
ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები-დაპირისპირების მიზეზი ფული გახდა

ვაკეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები-არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვის მცდელობას, რასაც ჩხუბი, შემდეგ კი გასროლა მოჰყვა. გარჩევაში რამდენიმე მამაკაცი მონაწილეობდა. მათგან ერთ-ერთმა დანა გამოიყენა, რასაც გასროლა მოჰყვა. დაჭრილია ჩხუბში მონაწილე ორივე მამაკაცი.

თვითმხილველების ინფორმაციით ერთ-ერთ მამაკაცს ქალი ახლდა, რომელიც მამაკაცების გაშველებას ცდილობდა.  მას დაზიანებები არ მიუღია.

დაჭრილები, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system