
ბაგებში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა არიან დაჭრილები. ორი პირი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ბაგებში სროლის ხმა რამდენიმე საათის წინ გაიგეს. არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა სისხლიან გარჩევას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე და 236 -ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.