თავში

რა შემთხვევაში შეუწყვეტს თეატრი კონტრაქტს ბესო ზანგურს

რა შემთხვევაში შეუწყვეტს თეატრი კონტრაქტს ბესო ზანგურს
რა შემთხვევაში შეუწყვეტს თეატრი კონტრაქტს ბესო ზანგურს

რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მსახიობ ბესო ზანგურის შესახებ განმარტება აკეთებს.

როგორც თეატრში განმარტავენ, იმ შემთხვევაში თუ მსახიობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალს წარუდგენს, თეატრი არტისტთან თანამშრომლობას გაწყვეტს.

"ბესო ზანგური შრომის კოდექსით არის რუსთაველის თეატრის თანამშრომელი, თუ ნინუცა მაყაშვილი შეიტანს სარჩელს, აღიძვრება საქმე, აქედან გამომდინარე, საქმის დასრულებამდე შეაჩერებს მის შემოქმედებით ცხოვრებას",- განმარტავს რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ია შერაზადიშვილი.

ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

საჯარო განცხადების შემდეგ მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბესო ზანგური "რუსთაველის თეატრის" მსახიობია. თეატრმა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა და ძალადობა დაგმო, თუმცა მსახიობი თეატრში დატოვა. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა. მან ბესო ზანგურის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

მომხდარის შემდეგ ბესო ზანგურს გაემიჯნა მისი სასცენო პარტნიორი, რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილმა, როგორც ინაშვილმა განაცხადა, ის აღარ აპირებს ზანგურთან ერთად ერთ სცენაზე დგომას.

მოგვიანებით ზანგური ძალადობაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაადანაშაულა. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ხნის თეატრალურ უნივერსიტეტში ნახა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system