თავში

რამდენი ადამიანი დაინფიცირდა საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ

რამდენი ადამიანი დაინფიცირდა საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ
რამდენი ადამიანი დაინფიცირდა საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია ისეთი, ვინც ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა. 

პაატა იმნაძის განმარტებით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მხოლოდ პირველი დოზის გაკეთება ადამიანს დაინფიცირებისგან არ იცავს.

მისივე თქმით, ასეთ დროს დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

"300-ზე მეტია შემთხვევა, ზუსტი მონაცემების კიდევ დამუშავება მიმდინარეობს და გამოქვეყნდება, 300-ზე მეტი ადამიანი არის ისეთი უკვე საქართველოში, ვინც პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, პირველი დოზა მოგეხსენებათ არ იცავს ისე, რომ არ დაინფიცირდეს ადამიანი, თან ზოგიერთი მე-2, მე-3, მე-4 დღეს დაინფიცირდა, ანუ ისინი უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვენენ, როცა აიცრნენ, ძალიან იოლად წავიდა დაავადება", – განაცხადა იმნაძემ მედიავებინარზე.

ცნობისთვის, 21 მაისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა105 500 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 16 147 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system