თავში

რამზან კადიროვი: გიორგი გაბუნიას ურჩევნია დაიჩოქოს

რამზან კადიროვი: გიორგი გაბუნიას ურჩევნია დაიჩოქოს
რამზან კადიროვი: გიორგი გაბუნიას ურჩევნია დაიჩოქოს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უარყოფს, რომ მან ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია შეუკვეთა. კადიროვი აცხადებს, რომ თუ კი ვინმე მისი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს. 

„ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთით საქართველოში ჟურნალისტზე თავდასხმა მზადდებოდა. სინამდვილეში საერთოდ არ მაინტერესებს იგავები ბედზე განაწყენებულ ადამიანებზე. ისინი მოუხერხებლად ცდილობენ საინფორმაციო სივრცეში თავის წარმოჩენას, მაგრამ მათ უფრო მეტად ითრევს მორევი. დღევანდელი ქართული პოლიტიკა მკვდარია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხზე ფიქრობდნენ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად თქვეს, რომ კილერი დააკავეს, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი ჟურნალისტზე გეგმავდა თავდასხმას. ბატონებო, დამიჯერეთ, რომ თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების შესრულება ჩუმადაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს.

ეს თქვენი ვაი ჟურნალისტიც, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად ასაღებს, ისედაც ძლივს არის ცოცხალი და განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას რედაქციიდან პანჩურით აგდებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვვიწყებია, თუ როგორ მიაყენა მან სახელმწიფოს, ხალხს და შესაბამისად მეც შეურაცხყოფა. გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომლის მხიედვითაც რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია შეუკვეთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system