თავში

როგორ გადავურჩეთ გაციებასა და გრიპს

როგორ გადავურჩეთ გაციებასა და გრიპს
როგორ გადავურჩეთ გაციებასა და გრიპს

გრიპისა და გაციების სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს,შესაბამისად, პაციენტებსაც უჭირთ მათი განსხვავება.

გრიპი იწყება უეცრად, მაღალი სიცხით. გრიპით დაავადებული ადამიანები თავს გრძნობენ ძალიან სუსტად, ისე, თითქოს დაღლილები არიან. გრიპსაც და გაციებასაც დროული ყურადღება და მკურნალობა სჭირდება.

როგორ შევამციროთ გრიპისა და გაციების რისკები:

ხშირად დაიბანეთ ხელები - ბაქტერიებისგან თავის არიდების უპირველესი საშუალება ხელების დაბანაა. ხელების სათანადოდ დასაბანად აუცილებელია გამოიყენოთ საპონი და თბილი წყალი.

გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება - თუკი ხელის დაბანის შესაძლებლობა არ გაქვთ, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება. 

დაიცავით სისუფთავე - ხშირად გაანიავეთ ოთახები, სველი ტილოთი ხშირად გაწმინდეთ იატაკი და ავეჯი.

ეცადეთ, არ შეეხოთ სახეს - სადაც უნდა იყოთ, ეცადეთ, თავი აარიდოთ სახეზე ხელით შეხებას, განსაკუთრებით თვალის, ცხვირისა და პირის მიდამოებში, საიდანაც მარტივია ბაქტერიების ორგანიზმში შეღწევა.

გაიკეთეთ პირბადე - .მოერიდეთ ავადმყოფებს, თუ მათთან ურთიერთობა აუცილებელია, გაიკეთეთ პირბადე.

პირბადე უნდა გვეკეთოს გრიპის გავრცელების დროს ხალხმრავალ ადგილებშიც.

მიიღეთ ბევრი სითხე - იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მიიღეთ სწორად დაბალანსებული საკვები. აგრეთვე, აუცილებელია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, განსაკუთრებით წყალი.

დაისვენეთ სათანადოდ - დაღლილობა და უძილობა სერიოზულ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. ადამიანისთვის აუცილებელია ღამით 6-8 საათი ძილი.

გაციებისას, დარჩით სახლში - გაციების დროს, რეკომენდებულია დარჩეთ სახლში, რათა არ გაავრცელოთ ვირუსი, 

ივარჯიშეთ - ვარჯიში აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას.

გახსოვდეთ, გრიპის გავრცელების აქტიური სეზონი ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება, გაციების სეზონი კი ძირითადად ზამთარია.

პუბლიკაცია მომზადებულია ინტერნეტში არსებული მასალების მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system