თავში

როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კონსილიუმმა ჰოსპიტალი დატოვა

როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კონსილიუმმა ჰოსპიტალი
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კონსილიუმმა ჰოსპიტალი დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა ექიმმა ნინო შარაშენიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ცალკეული ჩივილები აქვს, რაც ამ დროისთვის ადეკვატურია. 

"მდგომარეობა გაუმჯობესებულია. უტარდება ძალიან კარგი თერაპია მომზადებული გუნდის. ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი დავსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდეგომი სქემა. შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები. ამ პროცესში ჩართული იყო არა მხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი. პარალელურად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოდან ნუტრიციოლოგი, გასტროენტეროლოგი ქალბატონი ინგა გვარგვლიანი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში როგორ უნდა მოვიქცეთ, ქალბატონმა ელენემ დასახა მკურნალობის ანუ კვებითი რეჟიმის ახალი ტაქტიკა, ბატონმა სანდრომ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი, ჩვენ ვეცდებით, რომ ყოველდღიურად მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია. აქვს ცალკეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია ამ დროისთვის," - განაცხადა ნინო შარაშენიძემ. 

შეგახსენებთ, რეანიმობილი, რომლითაც 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან გაიყვანეს, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში გუშინ გვიან ღამით შევიდა.

დღეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროტოკოლის შესადგენად სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმები შევიდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system