თავში

პროკურატურა: მურად წურწუმიას არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება

პროკურატურა: მურად წურწუმიას არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება
პროკურატურა: მურად წურწუმიას არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ,,დამპალოს სასაფლაოზე" მოკლული 24 წლის მურად წურწუმიას საქმის გამოძიების ფარგლებში, ექსპერტმა, ოჯახის თანდასწრებით, გარდაცვლილის გვამი ხელმეორედ დაათვალიერა. 

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება. 

“დედას ჰქონდა კითხვები კონკრეტულად თვალთან დაკავშირებით და საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წამების შედეგად თვალი არ აქვს გარდაცვლილს. ჩვენ გვქონდა სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე ექიმების ჩვენებები და რა თქმა უნდა შემოწმებული იყო გარდაცვლილი. შესაბამისად, მოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაზარალებულმა ნახოს, დარწმუნდეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს როგორც გამოძიებასთან, ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“,- განაცხადა პროკურორმა. 

მისი თქმით, გამოძიება მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინოს მურად წურწუმიას ოჯახის ყველა შეკითხვა და საქმეზე დაადგინოს ჭეშმარიტება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ე.წ დამპალოს სასაფლაოზე, 2 იანვარს, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

მკვლელობის ბრალდებით სპეცრაზემლია დაკავებული. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 იანვარს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. 

მომხდართან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი 8 იანვარს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system