თავში

იღუმენია თამარი მეუფე დიმიტრის: მგლის ტყავში გადაცმული მწყემსი ხართ

იღუმენია თამარი მეუფე დიმიტრის: მგლის ტყავში გადაცმული მწყემსი ხართ
იღუმენია თამარი მეუფე დიმიტრის: მგლის ტყავში გადაცმული მწყემსი ხართ

მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე, მეუფე დიმიტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიტროპოლიტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. 

,,მიტროპოლიტი დიმიტრის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, თუ როგორ უსინდისობასთან გვაქვს საქმე. თუ ასეთი ცუდი ადამიანი იყო დეკანოზი გიორგი, რატომ გყავდა გვერდში, რატომ აწინაურებდი? საკუთარი გარემოცვა გაწირე საკუთარი კეთილდღეობისთვის და მღვდელმთავრის ტიტულისთვის. უსინდისოდ ადანაშაულებ მიტროპოლიტ პეტრეს, რომელმაც შენი გასაკეთებელი აკეთა და თავისი თავი გაწირა უდანაშაულო მღვდლის გამო. მიტროპოლიტო დიმიტრივ, არ ხართ ღირსი მღვდელმთავრის ტიტულს ატარებდეთ, მგლის ტყავში გადაცმული მწყემსი ხართ, რომელიც უფლამდე ვერ მიიყვანს სამწყსოს!", - წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ პეტრე ცაავას დიდი როლი აქვს დეკანოზის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში. 

გარდა ამისა, მეუფე დიმიტრიმ, დეკანოზის მხრიდან შანტაჟზეც ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system