თავში

საკარანტინო სივრციდან გადამხტარი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა

საკარანტინო სივრციდან გადამხტარი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა
საკარანტინო სივრციდან გადამხტარი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა

საკარანტინო სივრციდან გადამხტარი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა.

ახალგაზრდა კაცი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

როგორც Report.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შს ამინისტროს ცნობით, 27 წლის ბიჭმა სარფის საზღვარი გადმოკვეთა, რის შემდეგადაც სავალდებულო კარანტინში, თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანეს. მათივე მტკიცებით, აღნიშნული პირი ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

დაშავებულის მეუღლე აცხადებს, რომ მის მეუღლეს არც ნევროზული და არც რაიმე სხვას სახის ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროსა და სასტუმროს ადმინისტრაციას აკისრებს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system