თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი ხოლო 1200 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ინფიცირების 312954 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კი გარდაცვილილია 4163 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 294252 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 7476, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 3111, PCR ტესტით - 4365. 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,81%, ბოლო 14 დღის - 5%, ბოლო 7 დღის - 5,6%. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 89 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4114, ხოლო კლინიკურ სასტუმროში რჩება 790 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system