ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 280 472 შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 272 601 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 14 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 765 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 14298, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8547, PCR ტესტით - 5751
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,2%, ბოლო 14 დღის - 1,66%, ბოლო 7 დღის - 1,6%
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.