ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 276 436 შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 269 384 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 9 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 674 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 23747, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13503, PCR ტესტით - 10244
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,55%, ბოლო 14 დღის - 1,53%, ბოლო 7 დღის - 1,33%
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.