თავში

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში დადასტურებულია 347 762 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა, სულ საქართველოში ვირუსს 4 876 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 959 პაციენტი, სულ ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 331 680 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system