თავში

სალომე ზურაბიშვილი ლუკა სირაძის პანაშვიდზე მივიდა

სალომე ზურაბიშვილი ლუკა სირაძის პანაშვიდზე მივიდა
სალომე ზურაბიშვილი ლუკა სირაძის პანაშვიდზე მივიდა

დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა  მიუსამძიმრა.  

„ვუსამძიმრებ ოჯახს, დედას, ძმას, მის ყველა მეგობარს და საზოგადოებას, იმიტომ, რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია. მე მგონი, ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტაძარში პანაშვიდზე სხვა პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

 

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system