თავში

მარიანა ჩოლოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

მარიანა ჩოლოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს
მარიანა ჩოლოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩოლოიანი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობდა. 

დაკავებული ჩოლოიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს განჩინება ჩაიბარა, რომელსაც კანონით დადგენილ ვადაში, ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.

უფლებადამცველის მტკიცებით, მარიანა ჩოლოანს არც არასრულწლოვანზე და არც სხვა მოწმის სტატუსის მქონე პირზე რაიმე სახის ზეწოლა არ მოუხდენია.

“დაცვის მხარემ ჩაიბარა სასამართლოს განჩინება, რომლითაც მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში აუცილებლად გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში. მარიანა ჩოლოიანს არც ერთ პიროვნებაზე, არც არასრულწლოვანზე და არც სხვა მოწმის სტატუსის მქონე პირზე რაიმე სახის ზემოქმედება არ მოუხდენია. მიუხედავად იმისა, რომ ახსნა-განმარტებით ბარათში და ინსპექტორთან ჩატარებულ გამოკითხვის ოქმში კანონიერი წარმომადგენელი უთითებს, რომ ზეწოლა იყო, იძულება იყო და იძულებისა და ზეწოლის შედეგად, მარიანა ჩოლოიანმა მიიღო აღიარებითი ჩვენება. თუმცა, აღიარებითი ჩვენება არ არის მიღებული. ჩატარებულია გამოკითხვა და გამოკითხვაში არასრულწლოვანი უარყოფს მისი მხრიდან ქმედების განხორციელების შესაძლებლობას,“ - განუცხადა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.   

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system