თავში

10 პატიმარი საჯარო სამსახურში დასაქმდა

10 პატიმარი საჯარო სამსახურში დასაქმდა
10 პატიმარი საჯარო სამსახურში დასაქმდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, საჯარო სამსახურში გლდანის ციხის 10 მსჯავრდებული დასაქმდა და მათი ყოველთვიური სარგო 300 ლარს შეადგენს. 

როგორც მინისტრმა განმარტა, მსჯავრდებულები დოკუმენტების დიგიტალიზაციის (გაციფრების) პროცესში ჩაერთვებიან.

სამუშაოს დაწყებამდე, მათ სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს.

,,გლდანის საპყრობილეში უკვე გვაქვს ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შვიდი მსჯავრდებული სოფლის მეურნეობის სფეროში არის დასაქმებული. დღეს იწყება მეორე პროექტი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში და ის არის უპრეცედენტო, რადგან პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დიგიტალიზაციის პროექტში და ექნებათ სტაბილური შემოსავალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი.

ამავე თემაზე

რა შეუწყობს ხელს პატიმრების ადაპტაციას საზოგადოებაში 

რა იგეგმება პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისთვის 

დასაქმების რა შანსი აქვთ ყოფილ პატიმრებს                       

            

                 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system