თავში

"სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი" - ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს

"სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი" - ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს
სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი - ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს

ავსტრიაში მოღვაწე ექიმის, ირმა კვიცარიძის შემდეგ, თბილისის შიდსის და ინფექციური პათოლოგიის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კიდევ ერთი ექიმი უპირისპირდება. 

ამერიკაში მომუშავე ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის განცხადებას აზიარებს, სადაც ის ქართველ ექიმებს მიმართავს, რომ მიხედონ იმ ქვეყნებს, რომლებშიც მოღვაწეობენ. 

გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს და წერს, რომ საქართველო მისი სამშობლოცაა, ხოლო სამშობლოდან სწორედ ცერცვაძის თაობის დანატოვარ კორუფციასა და უსამართლობას გაექცა. 

"საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა როგორც თქვენი...

სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა თუ ახლობელ მეგობრებს. ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში... მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა...

რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება..." - წერს გეგეჭკორი. 

იდსის და ინფექციური პათოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას პასუხობს და მოუწოდებს მათ, მიხედონ იმ ქვეყნებს, რომლებშიც მოღვაწეობენ.

ცერცვაძე ამბობს, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსები მრავალჯერ გამართული პოლემიკის მიუხედავად, მასთან საუბარში ვერ ასაბუთებენ თავიანთ კრიტიკას. ცერცვაძე ამბობს, რომ ამ ექიმების ნაწილს ოპონენტებად განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system