თავში

შემეშვით რა - ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

შემეშვით რა - ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
შემეშვით რა - ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

შემეშვით რა, - ასე პასუხობს ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ჟურნალისტებს. ნელი დოროყაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში პირველად მივიდა.

ნელი დოროყაშვილის მოთხოვნით ნიკოლოზ ბასილაშვილის, მისი მამის და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაფორმდა, რაც ბასილაშვილების ოჯახმა გაასაჩივრა. სწორედ აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, რომელსაც ნელი დოროყაშვილი ესწრებოდა. მან მედიასთან საუბარი არ ისურვა და სასამართლო უკომენტაროდ დატოვა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის, ამ ეტაპზე, თავისუფალია.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ საზოგადოებას მიმართა და ბოდიში მოუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system