თავში

თბილისში განკურნებული პაციენტი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

თბილისში განკურნებული პაციენტი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა
თბილისში განკურნებული პაციენტი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

საჩხერის შემდეგ, კორონავირსით განმეორებით დაინფიცირების ფაქტი თბილისშიც დაფიქსირდა. ინფექციურიდან გაწერილ პაციენტს ვირუსი მეორედ დაუდასტურდა. ინფექციონისტის ალესანდრე გოგინავას განცხადებით პაციენტს ორი კვირის წინ ანალიზები ორჯერ ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითი იყო. კლინიკიდან გაწერის შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გაკეთდა ტესტი და ის დადებითი აღმოჩნდა. 

ინფექციონისტის განმარტებით, საქმე რეინფიცირებასთან არ გვაქვს და კოვიდინფექციას მსგავსი რამ ახასიათებს. კერძოდ, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კლინიკური სიმპტომების გაქრობისა და „პისიარ“ ტესტირების უარყოფითი პასუხების შემდეგ, ვირუსი შესაძლოა დარჩეს მაგალითად საჭმლის მომნელებელ სისტემაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში სწორედ ეს, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი საჩხერეშიც დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system