თავში

ტყუილია ყველაფერი... მივმართავ ლომჯარიას, მოგვხედოს - ბერი ათინოგენე

ტყუილია ყველაფერი... მივმართავ ლომჯარიას, მოგვხედოს - ბერი ათინოგენე
ტყუილია ყველაფერი... მივმართავ ლომჯარიას, მოგვხედოს - ბერი ათინოგენე

სახლინოს მამათა მონასტერში ამ დროისთვის სიმშივიდეა. პერიმეტრს ისევ პოლიცია აკონტროლებს. 7 დაკავებულიდან ორის გარდა, ყველა გათავისუფლდა. მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

განკვეთილი ბერებიდან ერთ-ერთი, ბერი ათინოგენე რეაგირებას სახალხო დამცველს სთხოვს:

"დაიჭირეს, შალვა ხელიდან ამართვეს, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს და უჭირს გადაადგილება. მას აბრალებენ მილიციაზე ზეწოლას. ეს ჩაწერილიციაა, ტყუილია ეს ყველაფერი და დღეს ექნებათ სასამართლო. მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას რომ მოგვხედოს, აქ დარღვეულია აბსოლუტურად ყველა ადამიანის უფლებები," - აცხადებს ბერი ათინოგენე.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა და მონასტერში გაამწესა.

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვა. ვადის გასვლის შემდეგ მიტროპოლიტ სტეფანეს თანამოაზრე ჩოხოსნებმა და პოლიციამ მათ მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. უკვე რამდენიმე დღეა ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბული ვითარებაა. 

მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ სალხინოს მონასტრის მიმდებარედ აქციები იმართება და გროვდება ხელმოწერები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system