თავში

ცდილობენ გაარკვიონ რომელ ორგანოს რა დაზიანება აქვს - გიორგი ჩალაძე

ცდილობენ გაარკვიონ რომელ ორგანოს რა დაზიანება აქვს - გიორგი ჩალაძე
ცდილობენ გაარკვიონ რომელ ორგანოს რა დაზიანება აქვს - გიორგი ჩალაძე

ენმ-ს წევრის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ხანგრძლივი შიმშილობის მდგომარეობას.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ენდობა მედპერსონალს და ემორჩილება მათ რეკომენდაციებს. 

"მისი მდგომარეობა შეესაბამება 50 დღიან ძალიან მკაცრი შიმშილობის მდგომარეობას. ექიმები თავდაუზოგავად შრომობენ, ყველაფერს აკეთებენ, ჩემი თვალით ვნახე როგორ შრომობენ თავდადებით, ცდილობენ გაარკვიონ რომელ ორგანოს რა დაზიანება აქვს და შემდეგ დაგეგმონ თერაპია.

არის თუ არა საქართველოში შესაძლებელი სრულფასოვანი როგორც შეფასება, ასევე მკურნალობის დაგეგმვა, ამასაც ძალიან მალე გავიგებთ. ბატონი პრეზიდენტი, მისი ჯანმრთელობა საჭიროებს ძალიან მაღალტექნოლოგიურ სიღრმისეულ კვლევებს.

მისი განწყობა ახლა არის პირობის შესაბამისად. მან თქვა, რომ დაიწყებდა შესაბამის გარემოში კვების აღდგენას. კვების აღდგენა ძალიან რთული და საშიში პროცესია, ამიტომ ის ენდობა და ემორჩილება ამ ეტაპზე ექიმების რეკომენდაციებს და რჩევებს" - აცხადებს გიორგი ჩალაძე.

შეგახსენებთ, რეანიმობილი, რომლითაც 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან გაიყვანეს, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში გუშინ გვიან ღამით შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system