თავში

ცდილობენ პროვოკაციას, ყველას ფორმა არ აცვია - რიონის ხეობის მცველი

ცდილობენ პროვოკაციას, ყველას ფორმა არ აცვია - რიონის ხეობის მცველი
ცდილობენ პროვოკაციას, ყველას ფორმა არ აცვია - რიონის ხეობის მცველი

რიონის ხეობის მცველები ქუთაისში, კომპანია ენკას ბაზასთან აქციას მართავდნენ და ითხოვდნენ, რომ კომპანიამ სოფელი ნამოხვანი დატოვოს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ, შესაძლოა, მათ პროვოკატორი მიუგზავნოს, რათა მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდეს, რასაც შემდგომ, მათი ვარაუდით, მომიტინგეების განეიტრალება მოჰყვება.

აღნიშნულის გამო, აქციის ორგანიზატორებმა კარავთან დაბრუნება გადაწყვიტეს

"არ აჰყვეთ პროვოკაციებს. თუ ნახავთ, რომ ვინმე შემოაგზავნეს, მაქსიმალურად თავი გააკონტროლეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მთელია დღეა ცდილობენ პროვოკაციას. ყველას ფორმა არ აცვია, ერთმანეთში იჩხუბეს, რომ შექმნან ფონი, თითქოს ვიღაცა ეჩხუბა და ვითარება დაძაბულიყო", - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.

ცნობისთვის, სოფელ ნამახვანში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება მკვეთრად დაძაბულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება.

დღესვე, სოფელ ნამახვანში, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი მიწა დახსნეს.

გუშინ, 11 აპრილს საქმეთა სამინისტროს ბრძანებით სამართალდამცველებმა ნამახვანში აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.

უწყებამ გადაწყვეტილება ორი მიზეზით ახსნა - პირველ ეხებოდა რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს, როცა ახალგაზრდა კაცი მდინარე რიონში შევიდა და დაიკარგა, ხოლო მეორე მიზეზად გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება დასახელდა, რომლის მიხედვითაც მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდებოდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ფორმით ცდილობენ ხელი შეუშალონ პროტესტს, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, სოფელ ნამახვანში მოსახლეობა დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system