თავში

ცერცვაძე: მეგობრებმა გამომიგზავნეს, რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?

ცერცვაძე: მეგობრებმა გამომიგზავნეს, რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?
ცერცვაძე: მეგობრებმა გამომიგზავნეს, რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ,,რემდესივირი" მას მეგობრებმა გამოუგზავნეს საზღვარგარეთიდან და უკვირს, რატომ გახდა ეს ფაქტი კრიტიკის საგანი.

"ჩემ თავზე მაქვს უფლება, თუ მე მწამს, თუნდაც ჯანმო-ს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო. წამოვიდა კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის ხელმისაწვდომი და არა სხვებისთვის. აქ მარტივი საკითხია - ეს არ იყო სახელმწიფო მარაგი. სახელმწიფო მარაგი ჯერ არ შემოსულა. ოფიციალურად ცნობილია, რომ ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ, გუშინწინ მოეწერა ხელი დადგენილებას და ეს შემოვა 2 კვირაში.

მე მეგობრებმა უცხოეთიდან გამომიგზავნეს, ვის შეუძლია, ეს შეზღუდოს, თუკი პაციენტს, მითუმეტეს ექიმს, სწამს ამ მედიკამენტის და უნდა გადაისხას? რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა

ინფექციონისტმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, "რემდესივირის" რამდენიმე გადასხმა გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system