თავში

წითელმა ჯვარმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელმა ჯვარმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა
წითელმა ჯვარმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. ამის შესახებ განცხადებას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. 

"დღეს, 2019 წლის 18 ნოემბერს, დღის 14.00 საათზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) ცხინვალის ციხეში მოინახულა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს დაუკავშირდა 14 ნოემბერს. მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ დელეგატებმა ბ-ნი გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს ბ-ნ ვაჟას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ უკვე აცნობა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დღეს დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა "თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system