თავში

ცნობილია დათა პაპას ანდერძი

ცნობილია დათა პაპას ანდერძი
ცნობილია დათა პაპას ანდერძი

ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები, 88 წლის დათა ვანიშვილმა, რომელიც დღეს გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე მეუღლეს სთხოვა არ მიატოვოს ხურვალეთში მდებარე მათი სახლ-კარი.

"დათამ დამიბარა, სახლი არ დატოვო არსად წახვიდე, არ წაგვართვან, თუ რამეა ქართველები მოგხედავენო" - ამბობს ვალია ვანიშვილი.

დათა პაპას საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები, 88 წლის დათა ვანიშვილი დღეს გარდაიცვალა.  

დათა პაპა ოკუპირებული ხურვალეთის მკვიდრი იყო, რომელიც ყველაზე აქტიურად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს. არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებდა საკუთარი სახლი დათმოს. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტებოდა და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვაც სცადა.

დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system