თავში

ცნობილია, როდის გამოქვეყნდება დასკვნა მეგი ბარბაქაძის საქმეზე

ცნობილია, როდის გამოქვეყნდება დასკვნა მეგი ბარბაქაძის საქმეზე
ცნობილია, როდის გამოქვეყნდება დასკვნა მეგი ბარბაქაძის საქმეზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა ორშაბათს, 29 მარტს გამოქვეყნდება.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია, ვაქცინა არ დასახელდეს. ჩვენ ველოდებით სამხარაულის დასკვნას და ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება როგორც სამხარაულის ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ მექნება ზუსტი პასუხი, რათა არ გავავრცელო ჩემი მხრიდან დეზინფორმაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system