თავში

"ცუდი ამბავი... კოვიდწამალი არ არის ეფექტური" - გიორგი ფხაკაძე

"ცუდი ამბავი... კოვიდწამალი არ არის ეფექტური" - გიორგი ფხაკაძე
ცუდი ამბავი... კოვიდწამალი არ არის ეფექტური - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა უარი თქვა "მერკის" კოვიდაბებზე, მას შემდეგ, რაც ნოემბერში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, "მერკის" მიერ შექმნილმა "მოლნუპირავირმა" იმაზე ნაკლები ეფექტურობა აჩვენა, ვიდრე კომპანიას თავდაპირველი მოლოდინი ჰქონდა. 

"საკმაოდ ცუდი ამბავი :( 

მერკის კოვიდწამალი არ არის ეფექტური. რატომ?!

საფრანგეთმა გააუქმა ამ წამლის შესყიდვა!

ჯანმრთელობას გისურვებთ …" - წერს ფხაკაძე.

ცნობისთვის, საფრანგეთის ხელისუფლებამ Merck-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის "მოლნუპირავირის" შეკვეთები გააუქმა, მას შემდეგ, რაც პრეპარატმა კორონავირუსის წინააღმდეგ ძალიან დაბალი ეფექტურობა აჩვენა. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ Merck-ის პრეპარატის გამოყენებაზე უარს ამბობს.

ნოემბრის ბოლოს, Merck-მა განაცხადა, რომ მათი პრეპარატი მხოლოდ 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და კოროვირუსული ინფექციით სიკვდილის რისკს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო იმედებს Pfizer-ის კორონავირუსის სამკურნალო აბებზე ამყარებს.

ცნობისთვის, ბოლო კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბი, რომელიც Pfizer-მა შექმნა, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს. Pfizer იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეძლებს, შესთავაზოს აბი სახელწოდებით Paxlovid, რათა ადამიანებმა მისი გამოყენება სახლის პირობებში შეძლონ.

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების გადაუდებელ შემთხვევებში ადრეულ ეტაპებზე გამოყენების ნებართვა გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system