თავში

ვახტანგ გომელაური ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში იმყოფება

ვახტანგ გომელაური ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში იმყოფება
ვახტანგ გომელაური ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში იმყოფება

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება. 

მინისტრი პოლიციის განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. 

არსებული ინფორმაციით, სამხარეო პოლიციასთან შსს-ს წარმომადგენლის მხრიდან მედიისთვის განცხადება გაკეთდება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system