თავში

მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზეა საელჩოსთან - კოტე სურგულაძე

მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზეა საელჩოსთან - კოტე სურგულაძე
მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზეა საელჩოსთან - კოტე სურგულაძე

მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნობები არ არის სანდო. 

"მთავრობის დავალებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგებლობები ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში კოვიდ-19-ის ვაქცინის მოპოვების მიზნით, ისევე როგორც უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, იმისათვის, რომ ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისათვის.

მათ შორის, კოვიდ-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ კონსულტაციები მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან. მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაცქინების სათანადო რაოდენობა.

საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას", - აცხადებს კოტე სურგულაძე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - მალტა, აპირებს ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინა გადასცეს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ შესაძლებლობით სასწრაფოდ უნდა ისარგებლოს და მალტის ხელისუფლებას მიმართოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system