თავში

,,ვფიქრობ, მოვიდა დრო, გადაიწიოს კომენდანტის საათმა!" - ნინო მახაშვილი

,,ვფიქრობ, მოვიდა დრო, გადაიწიოს კომენდანტის საათმა!" - ნინო მახაშვილი
,,ვფიქრობ, მოვიდა დრო, გადაიწიოს კომენდანტის საათმა! - ნინო მახაშვილი

მეგობრებო, ვფიქრობ, მოვიდა დრო, გადაიწიოს კომენდანტის საათმა!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქიატრი ნინო მახაშვილი წერს. 

ის საქართველოს მთავრობას შეზღუდვების მოხსნისა და შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.

,,რა მნიშვნელობა აქვს ინფექციის კონტროლისთვის - საღამოს 9 საათზე შევიკეტებით სახლში, თუ 11-ზე?

ყველა მონაცემი ადასტურებს, რომ უკვე ვეღარ უძლებს ფსიქიკა ამდენ და ამხელა წნეხს!

საქართველოს მთავრობა! მოგმართავთ, შეამსუბუქოთ შეზღუდვები!

ამჯერად ზოგადი სტრესული სიტუაცია ძალიან მძიმეა და კომენდანტის საათის და სხვა შეზღუდვების "მოდიფიცირება" - დათმობა კი არა, ხალხის ფსიქიკაზე ზრუნვაა!

შევეცადოთ, დავზოგოთ ერთმანეთი", - წერს მახაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა შეზღუდვების ნაწილს დაგეგმილზე ადრე აუქმებს.

თუმცა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ,,კომენდანტის საათი" პირველ მარტამდე ძალაში რჩება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,კომენდანტის საათი" 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system