თავში

ვგმობთ პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას, მხარდაჭერას ვუცხადებთ ანა დოლიძეს - საია

ვგმობთ პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას, მხარდაჭერას ვუცხადებთ ანა დოლიძეს - საია
ვგმობთ პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას, მხარდაჭერას ვუცხადებთ ანა დოლიძეს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია "მთავარზე" გასულ სიუჟეტს ეხმიანება და მხარდამჭერას უცხადებს "მოძრაობა ხალხისთვის" დამფუძნებელს, ანა დოლიძესა, ასევე უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს. 

"ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში, უახლოეს წარსულში არსებობს ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები, რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება", - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ში აცხადებენ, რომ ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით ახდენდეს მყისიერ რეაგირებას და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით იცავდეს პირთა პირად ცხოვრებას.
საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაცემა პოსტ ფაქტუმში გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება.

ანა დოლიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სავარაუდო შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება. ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს, ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება.

ანა დოლიძეს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ქალთა მოძრაობამაც. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკები ქვეყანაში სისტემურ ძალადობად ჩამოყალიბდა. ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარზე" გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გასულ სიუჟეტში რესპოდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთოხების თანამშრომელი და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების, მათ შორის ანა დოლიძის, საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system