თავში

ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ზაზა გახელაძემ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 

"კარგად ვარ. არ ველოდებოდი ნამდვილად. დღეს ყოველ შემთხვევაში არ ველოდებოდი, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით კარგად დამთავრდა. დღეს უფლის წყალობით ყველაფერი კარგად არის. მივესალმები ოჯახს აქედან. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი თვე აქ დგომა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ და ხვალ, ზეგ, მაზეგ, არსად წასვლას არ ვაპირებ. არც აქ წამოვედი ჩემი ნებით, მაგრამ…", განუცხადა ზაზა გახელაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, უკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე  დღეს გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system