თავში

თეა წულუკიანი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა აჩვენოს, რომ გამოძიებას მაქსიმალური ნდობა ექნება

თეა წულუკიანი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა აჩვენოს, რომ გამოძიებას მაქსიმალური ნდობა ექნება
თეა წულუკიანი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა აჩვენოს, რომ გამოძიებას მაქსიმალური ნდობა ექნება

გამომძიებელი პატიმრობაში ყოფნა ალბათ მოწმობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწრაფად იძიებს საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ ამუშავდა და ესეც იყო ამ მთავრობის ერთ-ერთი ძალიან დიდი და რეზონანსული რეფორმა. ეს სამსახური პირველად იძიებს ასეთ მნიშვნელოვან საქმეს და ეს მათთვისაც გამოწვევაა. მათ უნდა აჩვენონ, რომ გამოძიება მაქსიმალური ხარისხის სანდოობით იქნება აღჭურვილი საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა წულუკიანმა.

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა. 

გუშინ კი, 15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system