თავში

1 დღეში საპენსიო ფონდი 13.4 მილიონით შემცირდა

1 დღეში საპენსიო ფონდი 13.4 მილიონით შემცირდა
1 დღეში საპენსიო ფონდი 13.4 მილიონით შემცირდა

2020 წლის 31 დეკემბერს საპენსიო ფონდის ზომა 1,178,000,000 ლარი იყო, 1 იანვარს კი ფონდის მოცულობა13.4-მილიონით, 1,164,600,000 ლარამდე შემცირდა. საპენსიო სააგენტოში საპენსიო ფონდის მოცულობის შემცირებას მათ მიერ 2020 წლის ბოლოს ფონდის ფინანსური მაჩვენებლების გადაანგარიშებას უკავშირდებენ. მათი განმარტებით,  ფონდის აქტივები, მათ შორის, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული საპროცენტო სარეგებელი შეფასდა IFRS საბუღალტრო მეთოდოლოგიით. განახლებულმა შეფასებამ განაპირობა ფონდის შემცირება.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია პროაქტიკულად, განცხადების სახით გამოქვეყნდა 31 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე pensions.ge-ზე და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით პერსონალურ მეილებზე დაეგზავნა მედიის წარმომადგენლებს. 

საპენსიო სააგენტო განმარტავს, რომ მხოლოდ დარიცხული სარგებლის ერთჯერადი დაზუსტება/კორექტირება არ ცვლის არც მოქალაქეების მიერ ინვესტიციებიდან სამომავლოდ მისაღებ სარგებელს და არც მათ შენატანებს საპენსიო ფონდში. ის მხოლოდ ემსახურება საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში ინვესტიციების მიმდინარე ღირებულების მაქსიმალური სიზუსტით შეფასებას საბუღალტრო მიზნებისთვის.

საპენსიო ფონდის მოცულობის 13,4 მილიონიანი კლება, სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციაა, რომელიც ფონდის მდგრადობას რისკს მინიმალურ დონეზეც ვერ შეუქმნის. მისი განმარტებით, შემცირება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტენდენცია ზედიზედ 3 თვეს გასტანს, რის ალბათობასაც იგი არსებულ შემთხვევაში გამორიცხავს.

საქართველოში სავალდებულო საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვარში ამოქმედდა, მასში ჯამურად 1.1 მილიონი მოქალაქე არის ჩართული. დასაქმებული მოქალაქეების ყოველთვიური ხელფასის 6% (2% საშემოსავლო გადასახადიდან; 2% დასაქმებულისგან; 2% დამსაქმებლისგან) საპენსიო ფონდში ირიცხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system