თავში

13 მილიონი ლარის პიარზე არ იხარჯება - გრიგოლია ოპონენტებს პასუხობს

13 მილიონი ლარის პიარზე არ იხარჯება - გრიგოლია ოპონენტებს პასუხობს
13 მილიონი ლარის პიარზე არ იხარჯება - გრიგოლია ოპონენტებს პასუხობს

,,თბილისის სოციალური ბიუჯეტი იზრდება და ამ მიმართულებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ვერ დავეთანხმები’’,- ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით იზრდება.

„ამასთანავე, საშეღავათო პაკეტი მომზადდა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რაც გამოიხატება დედაქალაქის ბიუჯეტში მოსაკრებლებისა და სხვა ტიპის გადასახადების შემცირებაში’’,-განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, საშეღავათო პაკეტი მომზადდა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რაც გამოიხატება დედაქალაქის ბიუჯეტში მოსაკრებლებისა და სხვა ტიპის გადასახადების შემცირებაში. მან ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს 13 მილიონი ლარის მერიის პიარზე იხარჯება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამას გარდა, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისი 2021 წელს „წიგნის დედაქალაქად“ ცხადდება, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა და მასზე 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

,,ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულების ხარჯია. რაც შეეხება სხვა ხარჯებს, რომელსაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, პიარისთვის გამოყოფილ თანხებად აღიქვამს, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ტელევიზიაში გაშვებული სხვადასხვა ინფორმაციის ხარჯია“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, დაბალანსდა გამგეობების ბიუჯეტიც და კონკრეტულ გამგეობებს სოციალური მიმართულებით თანხები გაეზარდათ.

,,,2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა ორიენტირებული’’,-განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერი კახა კალაძე წარადგენს. თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, საიდანაც ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

დედაქალაქის ბიუჯეტს იწუნებს ოპოზიცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system