თავში

15 მილიონი ლარის ინვესტიცია და 150 დასაქმებული - თბილისში "მიჰაუსი" გაიხსნა

15 მილიონი ლარის ინვესტიცია და 150 დასაქმებული
15 მილიონი ლარის ინვესტიცია და 150 დასაქმებული - თბილისში მიჰაუსი გაიხსნა

ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი". ის ოფიციალურად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სინგრიტა ურუშაძემ გახსნეს.

12 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქტი. „მიჰაუსში“ მომხმარებლებს იტალიური, ესპანური, თურქული, გერმანული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში წარმოებული პროდუქტის შეძენა შეეძლებათ.

ჰიპერმარკეტის გახსნა საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განხორციელებისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 150-მდე ადამიანი დასაქმდა.

ცნობისთვის, ესაა ამიერკავკასიაში უმსხვილესი სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, რომელიც ამიერკავკასიის ბაზარზე VR სათვალის დანერგავს. კომპანიის დიზაინერები 3D გამოსახულებაში შექმნიან მომხმარებლის სასურველი ინტერიერის დიზაინს. ამ სათვალის მეშვეობით მომხმარებელი მთლიანად ათვალიერებს თავის მომავალ სახლს. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც რემონტის დროს, ასევე გაუთვალისწინებელი პროცესებისგან გამოწვეულ დამატებით ხარჯებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system