თავში

 EBRD - ის დაფინანსებით 150 კმ-ზე მეტი სიგრძის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აშენდება

150 კმ-ზე მეტი სიგრძის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აშენდება
 EBRD - ის დაფინანსებით 150 კმ-ზე მეტი სიგრძის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აშენდება

"EBRD - მა 90 მლნ ევროს ფინანსური რესურსი გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში აშენდეს 150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი, შესაბამისი ქვესადგურები და მთლიანობაში გაძლიერდეს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ EBRD - თან გაფორმებული შეთანხმების კომენტირებისას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის განხორციელებას შეეწყობა ხელი.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ენერგეტიკული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, რასაც ყოველთვის აღნიშნავს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ლაჯანური - წყალტუბოს, ნამახვანი - წყალტუბოს, ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის, ნენსკრა - მესტიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ასევე აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში შემავალი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და გაფართოება.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system