თავში

2 დღეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 2 მილიონით გაიზარდა

2 დღეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 2 მილიონით გაიზარდა
2 დღეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 2 მილიონით გაიზარდა

2 დღეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 2 მილიონით გაიზარდა

30 ივნისის მდგომარეობით, ქართველი მილიარდერის ივანიშვილის ქონება 5.32 მლრდ დოლარად იყო შეფასებული; 2 ივლისის მონაცემებით, მისი ქონების ღირებულება 5.37 მლრდ დოლარია.

მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის 24 ივნისიდან 30 ივნიდამდე ქართველი მილიარდერის ქონება უცვლელად ფიქსირდება, ხოლო 24 საათში, 23 ივნისიდან 24 ივნისამდე ივანიშვილმა 2 მილიონით იზარალა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომლის სიაში სულ 500 მილიარდერია.

მილიარდერთა რეიტინგში 64 წლის ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ქართველია და ის 379-ე ადგილს სჯერდება.

ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system