თავში

2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადდა

2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადდა
2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადდა

2020 წელი თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა.

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს 200-800-ლარიანი დანამატები მიეცემათ.

სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფეხსაცმელებისა და უნიფორმების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მსოფლიოში წამყვან სამხედრო ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც არაერთ ნატოს წევრ ქვეყანას, მაგალითად გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს და ა.შ. ამარაგებენ. 2020 წელს კი, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის მაღალი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმელების შესყიდვა.

2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან თავდაცვის ძალების შემადგენლობა კვების ახალ სტანდარტზე გადავიდა. საკვების რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2020 წლიდან, კი თავდაცვის ძალები პირველი კატეგორიის ხორცის ნაცვლად, უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგდება.

2020 წლიდან ჯანმრთელობის დაზღვევის ბიუჯეტი 22 მილიონამდე იზრდება. შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system