თავში

2020 წელს სტარტაპების განვითარებაში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება

2020 წელს სტარტაპების განვითარებაში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება
2020 წელს სტარტაპების განვითარებაში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება

GITA (ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო) 2020 წელს სტარტაპების განვითარებაში 30 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს პრესამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, საქართველოში რეგიონში უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანია შემოდის, რომელიც კერძო საინვესტიციო ფონდს შექმნის და ქართულ სტარტაპებს დააფინანსებს.

კასრაძის თქმით, ფონდი სრულიად დამოუკიდებელი იქნება და საქართველოს მთავრობა სელექციის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერევა. პროგრამაში მონაწილეობა კი, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

"სილიკონ ველის წამყვანი ტოპ აქსელერატორი შემოდის საქართველოში და რამდენიმე კვირაში გამოვაცხადებთ, თუ ვინაა ეს კომპანია.  იყო ძალიან დიდი კონკურსი, აბსოლუტურად ყველა ტოპ ბრენდმა მიიღო მონაწილეობა იმისთვის, რომ საქართველოში შემოსულიყო. ის შემოიტანს კერძო საინვესტიციო ფონდს, რომელიც ქართულ სტარტაპებს დააფინანსებს ადგილობრივ კომპანიებთან ერთად. ეს არის ბიზნესი, რომელიც შემოდის და დაინტერესებულია, რომ საუკეთესო ვარიანტები შეარჩიოს. მსგავსი ტიპის აქსელერატორი რეგიონის მასშტაბის საერთოდ არ არსებობს”, - განაცხადა კასრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system