
მომდევნო წელს შესაძლოა, ეროვნული ვალუტა გაუფასურდეს, რაც რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ესენია პანდემიის გახანგრძლივება, რეგიონული არასტაბილურობა და ლირას გაუფასურება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” განახლებულ მაკრო-სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, ერთწლიან ჭრილში კურსის ცვლილება დოლართან მიმართებით, შესაძლოა, 5% იყოს და დოლარის საფასური, დაახლოებით, 3.25 ლარი გახდეს.
ერთი ევროს ღირებულება კი 3.68 ლარის ნიშნულამდე ავიდეს, თუმცა არსებობენ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც პირიქით ლარის გამყარებაზე მოქმედებენ, ესენია ტურიზმის აღდგენა, ასევე ძლიერი სავალუტო შემოდინებები, რომლებიც გაზრდილი ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან მომდინარეობს.
ლარის გაუფასურების ფაქტორებია:
• პანდემიის გახანგრძლივება
• რეგიონში გეოპოლიტიკური არასტაბილურობა
• სუსტი ევრო და თურქული ლირა
• 2022 წლის შესაძლო დეფლაცია საქართველოში
• Fed-ის მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრება და აშშ დოლარის გაძლიერება.
ლარის გამყარების ფაქტორებია:
• ტურიზმის აღდგენა
• ძლიერი წმინდა შემოდინებები
• ბიუჯეტის კვლავ მაღალი საგარეო დაფინანსება
• ვალუტიდან ლარში გაზრდილი კონვერტაციები
• ლარი/დოლარის ისტორიულად მაღალი დიფერენციალი
• სავალუტო სესხების გააქტიურება
• საბანკო სექტორის ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობა
• აშშ დოლარის დასუსტება
• ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია.